17:10 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 16:56:54, 1663 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტრო: კანონის უზენაესობის ინდექსის (2016) თანახმად, საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 0,65 ქულით კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.

„კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საუკეთესო მაჩვენებელი − 0,75 ქულა საქართველოს 2016 წელს აქვს წესრიგი და უსაფრთხოების ფაქტორის მიმართულებით, სადაც შარშანდელი მაჩვენებელი 0,08 მონაცემითაა გაუმჯობესებული. შენარჩუნებულია მონაცემი კორუფციის არარსებობის კომპონენტში, რომლის თანახმადაც, ქვეყანას წელს, შარშანდელის მსგავსად, 0,73 ქულა აქვს. მაღალი მაჩვენებელი − 0,68 ქულა აქვს ქვეყანას ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, ღია მმართველობის ფაქტორის მაჩვენებელი 0,63 ქულას შეადგენს; აღსრულების  − 0.62 ქულას, ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფაქტორის თანახმად, საქართველოს 0,61 და 0,56 ქულა აქვს. რაც შეეხება ბოლო, მე-8 ფაქტორს − მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები − ქვეყანა აქაც ინარჩუნებს შარშანდელ მონაცემს − 0,62  ქულას.

საქართველოს მოწინავე პოზიცია 2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში მნიშვნელოვანია ორი გარემოების გათვალისწინებით. კერძოდ, რამდენადმე შეიცვალა რეიტინგის გაზომვის მეთოდოლოგია და, ამასთან, გაიზარდა ინდექსით შეფასებული ქვეყნების რაოდენობა. თუკი 2015 წელს კანონის უზენაესობის ინდექსით 102 ქვეყანა შეფასდა, წელს შესაფასებელი ქვეყნების რაოდენობა 113-მდე გაიზარდა. შესაბამისად, საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის სტაბილურად მაღალი და ზოგიერთ კომპონენტში გაუმჯობესებული მონაცემით მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილს იკავებს, ხოლო 2015 წლის მონაცემების მიხედვით ის მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ინდექსის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით  წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია (35-ე ადგილი),  ხორვატია (39-ე ადგილი), საბერძნეთი (41-ე ადგილი), უნგრეთი (49-ე ადგილი).

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 113 ქვეყანაში. კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი" იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები,  ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.  

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის თითოეულ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს დანია (პირველი ადგილი), ნორვეგია და ფინეთი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას (მე-113 ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი) აქვთ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics