12:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 17:24:05, 781 ნახვა

პოლიტიკა
მარნეულის გამგებელი იმამკულიევის ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიუკს უწოდებს

მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატ აკმამედ იმამკულიევის ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიუკს უწოდებს.

როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, პატრული აწესრიგებს მოძრაობას გამონდინარე იქიდან,  რომ 2 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზები სპეციალურად ჩახერგეს.

"ეს მორიგი ტრიუკია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. პატრული აწესრიგებს მოძრაობას გამონდინარე იქიდან,  რომ 2 ოქტომბერს აქ სპეციალურად იქნა ჩახერგილი გზები „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების მხრიდან, რადგან შეეცადნენ, რომ მოეწყოთ დესტაბილიზაციის კერა. ამჟამად პატრული აწესრიგებს მოძრაობას. ცალმხრივი მოძრაობაა გაკეთებული ხელახლა, რომ არ ჩახერგონ, სიტუაცია სრულიად ექვემდებარება კონტროლს. აქ ერთი უბანია მხოლოდ, 48-ე. სოფლებიდან აქ მოსახლეობა ვერ ჩამოვა. ვინც ცხოვრობს ამ უბანზე, ამ საარჩევნო უბანზე მოდის მხოლოდ ის მოსახლეობა. გადაადგილება უპრობლემოდ ხდება. აფსურდია, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ. არის საპატრულო მანქანები, რომლებიც აწესრიგებენ მოძრაობას", - განაცხადა თოფჩიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იმამკულიევის განცხადებით, საპატრულო პოლიცია და ზედმახედველობის სამსახურის უფროსი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლაში ხელს უშლიდნენ და ეუბნებოდნენ,  რომ საარჩევნო უბანზე ავტომობილების გარეშე მისულიყვნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics