18:20 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 20:15:52, 730 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მთელი დღის განმავლობაში, სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა

მთელი დღის განმავლობაში, სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ არჩევნები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური ლიდერების ყოფნა დაძაბულობის თავიდან აცილების პრევენცია იყო.

"მთელი დღის განმავლობაში სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა. აქტიურობა ორივე მხრიდან მხარდამჭერების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი იყო.რაიმე ტიპის დაძაბულობასა და ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მშვიდობიანად და ძალიან თავისუფლად მოდიოდა ამომრჩეველი და აფიქსირებდა თავის არჩევანს. შედეგი იქნება ისეთი, როგორი არჩევანიც გააკეთა ჯიხაშკარისა და განმუხურის მოსახლეობამ. გარკვეულწილად ჩვენი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა პრევენცია იყო დაძაბულობის თავიდან აცილების. ორივე მხრიდან იყო ლიდერების აქტიურობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ კანდიდატის აგიტაციას ვეწევით", - განაცხადა მანანა კობახიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics