22:28 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 01:18:44, 881 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით დამარცხებისთვისაა განწირული

ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით დამარცხებისთვისაა განწირული, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია მარნეულის უბნებზე, წინასწარი მონაცემებით, იმამკულიევის გამარჯვებას.

ბოკერიას თქმით, მარნეულში ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მაინც წააგო.

„დღევანდელი შედეგი ასევე ადასტურებს იმას, რაც ისედაც ვიცოდით, რომ 8 ოქტომბერს მომხდარი იმ ძალიან სამწუხარო ფაქტის მიზეზი იყო გაყალბების მცდელობა. ამ ყველაფრის შემდეგ, როცა აქ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული და ათლეტური აღგნაგობის ახალგაზრდები იყვნენ მობილიზებულები, მაინც წააგეს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, განწირულია არჩევნების გზით დამარცხებისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, წინასწარი ინფორმაციით, მარნეულის უბანზე იმამკულიევმა 378 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ნავერიანმა - 307 ხმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics