22:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 10:33:05, 657 ნახვა

რეგიონი
გია ზედანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა

გია ზედანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინალში ერთმანეთს ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.

საერთაშორისო ტურნირში ტრადიციულად მონაწილეობდა ბათუმში გაცვლითი პროგრამით მყოფი საფეხბურთო კლუბის „ბაბელსბერგი 03" -ის (გერმანია) ნორჩი ფეხბურთელები.

ზურაბ პატარაძე სტუმრად მყოფ გერმანელ ფეხბურთელებს გაესაუბრა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და დინამოელებს გამარჯვება მიულოცა.

 "მიხარია,რომ ბათუმში ასე ხშირად ტარდება სპორტის მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებები. მსგავსი პროექტებით ხელი ეწყობა როგორც სპორტის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას, ისე ჩვენი ქალაქისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. დღეს, ბათუმის ნორჩმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მოიპოვეს, რაც დიდი იმედის მომცემია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფეხბურთს რეგიონში დიდი მომავალი ქონდეს. მინდა კიდვ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები“,-განაცხადა პატარაძემ.

ზურაბ პატარაძემ განსაკუთღებული მადლობა გადაუხადა ბრანდენბურგი - საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს ბატონ პავლე შპეტიშვილს.

მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში გერმანული გუნდის ჩართულობას აფინანსებს გერმანული მხარე და ორგანიზებულია საქართველო - ბრანდენბურგის საზოგადოების ინიციატივით და ლევან კობიაშვილის უშუალო პატრონაჟით.

მე-4 საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში 15-22 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 6 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას : „ბაბელსბერგი 03" (გერმანია); ქუთაისის „მართვე"; ბათუმის „დინამო"; საფეხბურთო კლუბი „ბაკური"; ფოთისა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდები.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics