18:48 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 11:07:01, 603 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით ფუნქციონირებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია  სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება და მათ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევების სერვისს სთავაზობს. 

უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ინტენსიურად მუშაობს  რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციასა  და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე. 

ზუგდიდის ლაბორატორიაში უკვე დაინერგა სურსათისა და წყლის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ–ქიმიური კვლევები. 2016 წლის იანვარში, მააკრედიტებელმა ორგანომ - ANAB, ზუგდიდის ლაბორატორიას საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბირატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი გულედანის განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის ლაბორატორიაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს შეტანილი ნიმუშების რაოდენობა დაახლოებით 15 %-ით გაიზარდა.  

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO)  ზუგდიდის ლაბორატორიას კვლევისათვის საჭირო აპარატურა და რეაქტივები  გადასცა. ლაბორატორიაში შესაძლებელი გახდა  თხილის ნაყოფის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მახასიათებლებზე კვლევა.

დაინტერესებული პირებისათვის თხილის კვლევის ადგილობრივ დონეზე ჩატარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. 

(NS) 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics