10:38 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 11:46:08, 706 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება

წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება.

როგორც ანა მიქელაძემ ცესკოში 02:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩვენო კომისია მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურების თარიღი 30 ოქტომბრით განისაზღვრება.

 წინასწარი მონაცემებით  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / ბესიკი გაბუნია - 439 ხმა (30,79%)

6. “უსუფაშვილი რესპუბლიკელები“ / ირაკლი ქოჩუა - 10 ხმა (0,70%)

8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / გურგენ სართანია - 23 ხმა (1,61%)

41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ლაშა გოგია - 954 ხმა (66,90%)

სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანიდიდატია:

№5 ბესიკი გაბუნია / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  14 360 ხმა, (44. 82%)

№41 ლაშა გოგია / ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”  14 152 ხმა, (44.17%)     

შეგახსენებთ, რომ ყველა საუბნო საარჩევნო ოქმი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.


 



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics