12:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 11:53:14, 1035 ნახვა

პოლიტიკა
მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურები გაიმართება

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  და  ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც ანა მიქელაძემ ცესკოში 02:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩვენო კომისია მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურების თარიღი 30 ოქტომბრით განისაზღვრება.
რაც შეეხება 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებს, მარნეულის №48 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ / ისრაფილ ბაირამოვი - 3 ხმა

3. “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ / ვეფხია გურგენიშვილი - 2 ხმა

5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /აკმამედ იმამკულიევი - 381 ხმა

7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ელდარ მუსტაფაევი - 4 ხმა

8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ალი ისაევი - 7 ხმა

17. “საქართველო“ / ომარ წამალაიძე 1- ხმა

23. “ჩვენები - სახალხო პარტია“ / თეონა ქავთარია - 0 ხმა

41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / თამაზ ნავერიანი - 313 ხმა 

№48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 აკმამედ იმამკულიევი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 026 ხმა (48,11%)

№41 თამაზ ნავერიანი ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 9 051 ხმა (43.43%)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული  განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით,  სამივე საარჩევნო უბნის შედეგები  შემდეგია:

1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ / ბესიკ თოდუა – 8 ხმა (0,56%)

5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / სანდრა ელისაბედ რულოვსი – 438 ხმა (30,50%)

7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ჯონდი ზარანდია - 5 ხმა (0,35%)

8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ირაკლი ჩანგელია - 2 ხმა (0,14%)

28. “ზვიადის გზა - უფლის სახელით“ / რამაზ ჩაჩიბაია - 2 ხმა (0,14%)

41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ედიშერ თოლორაია - 981 ხმა (68,31%)

სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე  შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 სანდრა ელისაბედ რულოვსი  / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -  10 692 ხმა  (44.8%)

№41 ედიშერ თოლორაია / ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 11 607 ხმა  (48.63%)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით, ახალი პროექტი იწყება
გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - ხაზგასმით ვამბობ, ეს დაუშვებელია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია - პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics