11:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 15:30:16, 813 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: მშობლებმა შვილები ნაკურთხი ხატით უნდა დალოცონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას მშობლებს მოუწოდა, შვილები ნაკურთხი ხატით დალოცონ. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ნაკურთხ ხატს დიდი ძალა აქვს:

„ხატს  კურთხევის შემდეგ დიდი ძალა ეძლევა.   ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავისი შვილები, უნდა დალოცონ ხატით-ეს ხატი  მუდამ  შვილის მფარველი ძალა იქნება“,-ბრძანა უწმინდესმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ილია მეორემ ქადაგების დასრულების შემდეგ, მშობლების მიერ შვილებისთვის დასალოცი ლოცვა მთლიანი საქართველოსთვის წაიკითხა:

"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენოიესო ქრისტე, სულო წმიდაოცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო დაგანუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესესაქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერისიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნაროსწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული,გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა. ჰოი, უფალო, შეისმინეჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი,  ხილული და უხილავი მტრებისაგან დაღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.  ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისაღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!",- ბრძანა ილია მეორემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics