15:21 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 08:22:00, 692 ნახვა

პოლიტიკა
ცესკომ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დღეს გამართულ სხდომაზე შეაჯამა.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: №5  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% /  №27 მანდატი; №8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”  - 5.01% / 6 მანდატი; №41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68%   / 44 მანდატი.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ:

„№3-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაზა ხუციშვილი; №4-ე  მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - მამუკა მდინარაძე; №5-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ნინო გოგუაძე; №14-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი ვოლსკი; №25-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი; №31-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი           სავალან მირზოევი; №32-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოდერძი ჩანქსელიანი; №33-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი       გოგი მეშველიანი; №34-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - კახაბერ ოქრიაშვილი; №35-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - რუსლან გაჯიევი; №38-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი- ზაქარია ქუცნაშვილი; №40-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -გიორგი თოთლაძე; №45-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გედევან ფოფხაძე; №46-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ენზელ მკოიანი; №50-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი  ელგუჯა გოცირიძე; №53-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - პაატა კვიჟინაძე; №54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -გრიგოლ ლილუაშვილი; №55-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ მიქელაძე; №57-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ცოტნე ზურაბიანი; №58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -გოჩა ენუქიძე; №59-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - არჩილ თალაკვაძე; №62-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი       ოთარ დანელია; №73-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -ანზორ ბოლქვაძე.

დღესვე, ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ №36-ე და №66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა. 30 ოქტომბერს  №67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

23 ოქტომბრის სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შეუალედური არჩევნების შედეგები:

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის №04.07 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  არჩეულია - №41 ქეთევანი მამულაშვილი ;

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №5 ისნის საარჩევნო ოლქის №05.10 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  არჩეულია - №41  ზურაბი ქადაგიძე;

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №10.23 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 გულია გოცირიძე;

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №25 წალკის საარჩევნო ოლქის №25.23 ბერთას სოფლის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 დავით კვარაცხელია;

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №56 ჭითურის საარჩევნო ოლქის №56.12 სვერის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  არჩეულია - №41 ვახტანგ ცუცქირიძე;

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №63 აბაშის საარჩევნო ოლქის №63.09 პირველი მაისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  არჩეულია - №41 იაგო თოდუა;

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.01.03 ზუგდიდის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  არჩეულია - №41 თაზო ფაცაცია. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics