03:00 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 10:37:10, 699 ნახვა

პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე წინასაარჩევნოდ შეხვედრებს განაგრძობს

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

შალვა კიკნაველიძე  ზესტაფონის სხვადასხვა უბანში მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ზესტაფონელების არჩევანი ამჯერადაც პროგრესზე, წინსვლასა და მომავალზე იქნება ორიენტირებული.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. მოვუწოდებთ ზესტაფონელებს, რომ 30 ოქტომბერს აუცილებლად იაქტიურონ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ჩვენგანის ხმა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. დარწმუნებული ვარ ზესტაფონელები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს და 30 ოქტომბერს საბოლოოდ ეტყვიან უარს წარსულს. მჯერა ჩვენ ავირჩევთ ღირსეულ მომავალს“ - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics