01:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 10:47:59, 628 ნახვა

საზოგადოება
გახდი სასამართლოს მეგობარი - აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ სისხლის სამართლის მიმართულებით სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის პოპულარიზაციისთვის ახორციელებს პროექტს „გახდი სასამართლოს მეგობარი“.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის (ბაკალავრი) მე-3- მე-4 კურსის, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთვრებულებს. პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა.

პროექტით „გახდი სასამართლოს მეგობარი“ გათვალისწინებული აქტივობები:

  • მოსამზადებელი პერიოდი - აგვისტო - ოქტომბერი, 2016
  • აპლიკაციების მიღება - 1-30 ოქტომბერი, 2016
  • ჟიურის მიერ მონაწილეთა შერჩევა - 1-10 ნოემბერი, 2016
  • ტრენინგი - 12-13 ნოემბერი, 2016
  • სადისკუსიო კლუბის შეხვედრა - 13/14 ნოემბერი, 2016
  • გამარჯვებულის გამოვლენა/კონკურსი - 15 ნოემბერი - 30 დეკემბერი, 2016
  • შუალედური ღონისძიება/გამარჯვებულის გამოცხადება - იანვარი, 2017
  • პრაქტიკული სამუშაო/თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე 10 საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადება და სასამართლოში წარდგენა - თებერვალი - ივნისი, 2017

პროექტში მონაწილეობის მსურველებს, აპლიკაციის შევსება შეუძლიათ 30 ოქტომბრის ჩათვლით. აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.cci.ge / www.mediaclub.ge განთვსებულ ბანერზე დაკლიკებით, წარწერით აპლიკაცია.

ტრენინგს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ ჩაატარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი. სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე, ინსტიტუტის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს პრაქტიკას მონაწილეებს „საქართველოს სახალხო დამცველის“ აპარატისა და „მართლმსაჯულების დაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის„ წარმომადგენლები გააცნობენ.

პროექტში, 2 ტურიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამრჯვებული, რომლებიც მოამზადებენ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს მეგობრობრის 5-5 მოსაზრებას. გამარჯვებულებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზდების პროცესში კორდინაციას ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი გაუწევს. გამარჯვებულები სასამართლოს მეგობრის თითოეულ მომზადებული მოსაზრებისთვის მიიღებემ ჰონორარს 100 აშშ დოლარის ოდენობით (ჯამში 500-500 აშშ დოლარი).

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ დაანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედიაკლუბი“.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: civilinvolvement@gmail.com

ტელ:  597 79 73 11 – ლაშაგიორგაძე

577 05 61 17 - შოთაროსტომაშვილი

იხ. აპლიკაციისფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics