08:05 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 11:48:15, 938 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას

C ჰეპატიტის  ელიმინაციის გეგმის   განვითარების ხელშეწყობის  მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა  ჯგუფის  მეორე შეხვედრა იმართება.

კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ  და აშშ-ს ელჩმა საქართველოში  იან კელიმ გახსნენს.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე  ელიმინაციის პირველი  ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს. გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა,  ასევე ვირუსის გავრცელების  კვლევის შედეგები წარმოადგინეს და სამომავლო პრიორიტეტული  აქტივობების  დაგეგმვაზე იმსჯელეს. კონფერენციის ფარგლებში  პრევენციისა და კონტროლის  ძირითად სტრატეგიებსაც  მიმოიხილავენ და C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის  ინდიკატორებსა და  სამიზნეებს განსაზღვრავენ.

„დღეს დაიწყო რიგით მეორე კონფერენცია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსი, რომელიც ეძღვნება საქართველოში ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტს. მართლაც ბედნიერი ვარ, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტი ძალიან წარმატებულად მიდის და მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ეძლევათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა. დიდ მადლობას  ვუხდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ისინი ჩამოვიდნენ დღეს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, ეს ორი სამუშაო დღე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს, კიდევ უფრო როგორ გავაუმჯობესოთ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ იმკურნალებს:

„ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩართულობის კრიტერიუმი საერთოდ მოგვეხსნა და ნებისმიერი, ვინც გაივლის შესაბამის კვლევებს, მიიღებს  ამ მკურნალობას. თუ შარშან შეგვეძლო 700-800 პაციენტის პროექტში ჩართვა თვის განმავლობაში, ახლა უკვე ავედით 5000-ზე და ეს ბოლო არაა“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

C ჰეპატიტის  ელიმინაციის  პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო.  ამ დროისთვის მკურნალობაში 20. 000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო. 9 671 პაციენტმა კი მკურნალობა უკვე დაასრულა.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი 11 უცხოელი  ექსპერტისგან შედგება. შეხვედრას ჯგუფის თავმჯდომარე  აშშ-ის დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების  განყოფილების დირექტორი ჯონ ვორდი, ამერიკული  ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“, ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი კლინიკების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებიან. პირველი საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics