07:25 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 12:49:20, 1469 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილი დუბაის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი  დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) „Global Women in Leadership“ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია არის ორ დღიანი და საკმაოდ მასშტაბური - ის ყოველწლიურად 500-ზე მეტ  უცხოელ დელეგატს მასპინძლობს.

მათივე ინფორმაციით, იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროს მდივნის ეკონომიკურ საკითხებში, მისი აღმატებულება მუჰამედ ალ-შიჰის პატრონაჟით იმართება.

ქეთევან ბოჭორიშვილი მონაწილეობს სადისკუსიო პანელში „დივერსიფიკაცია, როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“.

პანელის სხვა მონაწილეებს შორის არიან ლიბანის ყოფილი განათლების მინისტრი და ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი ჰასან დიაბი და საამიროების ეკონომიკის სამინისტროს მდივანი ეკონომიკურ საკითხებში, მუჰამედ ალ-შიჰი.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა„ექსპო 2020“-ის საორგანიზაციო გუნდთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს გამოფენაზე მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.

„ექსპო 2020“ გამოფენის ჩატარების უფლება  დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა 2013 წლის 27 ნოემბერს მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მასშტაბურია ამ მიმართულებით და მისი ჯამური საგამოფენო სივრცე 4.38კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო წინასწარი გამოთვლებით დასწრება იქნება რეკორდული, 25 მილიონი ადამიანი გახსნის დღიდან დახურვამდე, 20 ოქტომბერი 2020 – 10 აპრილი 2021.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics