13:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 13:07:39, 2277 ნახვა

მსოფლიო
ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა

სირიის ქალაქ ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა, - ამის შესახებ  Reuters-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამჟამად სირიის არმია რუსეთის ავიაციის დახმარებით მოწინააღმდეგეებს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უტევს.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული ზავი დასრულდა.

ცნობისთვის, ალეპო ერთ დროს სირიის უმსხვილესი ქალაქის და ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი იყო. თუმცა 2012 წლიდან მიმდინარე კონფლიქტის გამო ქალაქი ფაქტობრივად განადგურებულია. ამ დროისთვის ალეპო ორ ნაწილად არის გაყოფილი: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს , მეამბოხეები კი აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics