02:35 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 13:35:35, 1814 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP–ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში,  გორდონ ბირელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს. ყურადღება გამახვილდა შაჰ დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომლის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღინიშნა, რომ გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის  მიღებული გაზის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.

გორდონ ბირელმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ს მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics