04:18 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 13:59:32, 684 ნახვა

რეგიონი
ქობულეთსა და პიეკარი შლონსკეს შორის თანაშმრომლობის მემომარნდუმს მოეწერა ხელი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ფოიეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და პიეკარი შლონსკეს (პოლონეთი, სილეზიის სავოევოდო) შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ქალაქ პიეკარი შლონსკეს მერი სლავა უმინსკა დურაი, მერის მოადგილე კშიშტოფ ტუჟანსკი და სხვა ოფოციალური პირები ესწრებოდნენ.

ურთიერთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას პიეკარი შლონსკეს მერმა, ქალბატონმა სლავა უმინსკა დურაიმ და ქუბულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მოაწერეს ხელი.

შეთანხმების ხელმოწერა აჭარის ა/რ და სილეზიის სავოევოდოს შორის არსებული წარმატებული, მრავალწლიანი თანამშომლობის ფარგლებში დაიგეგმა. ის სხვადასხვა სფეროში აჭარის ა/რ ქალაქებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

 

(NS)








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics