12:10 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 14:22:54, 809 ნახვა

საზოგადოება
გარდაცვლილი გიგა შენგელიას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ვერსიას არ ეთანხმება

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ლიკვიდირებული გიგა შენგელიას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ვერსიას არ ეთანხმება.

შენგელიას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის ზუგდიდში საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ოჯახის წევრები გამორიცხავენ, რომ შენგელიას იარაღი ჰქონდა. მათივე განცხადებით, გარდაცვლილის ძმა გიორგი შენგელია  აღნიშნულ ბაზაზე მსახურობდა და შესაძლებელია მის სანახავად მისულიყო.

„არანაირი იარაღი მას არასოდეს არ ჰქონია, ყველაფერი ტყუილია რასაც ამბობენ“,-აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრილი  სამი თავდამსხმელიდან ერთი იდენტიფიცირებულია და ამ დროისთვის დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„2016 წლის 23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს“,-განმარტავენ უწყებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics