18:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 14:29:36, 741 ნახვა

საზოგადოება
The New York Times-ი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს

„რუსეთის „გაყინულ ზონაში“ მცოცავი საზღვარი საქართველოსთან“ - ამ სათაურით გამოცემა The New York Times-ი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი ენდრიუ ჰიგინსი წერს, ერთ-ერთი მცხოვრებლის, ვეფხვია ტატიაშვილის საცხოვრებელი სახლი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ავტორის თქმით,მიუხედავად იმისა, რომ ტატიაშვილის სახლთან არანაირი მავთულხლართები არ არის დამონტაჟებული, ის სახლში გადასვლას ვერ ბედავს. მისივე თქმით, ცოტახნის წინ მისი მეზობელი რუსმა სამხედროება სწორედ ამ მიზეზით დააპატიმრეს.

ტატიაშვილის განცხადებით, საზღვარი ძალიან მობილური გახდა და არავინ იცის დაზუსტებით სად იწყება და მთავრდება.

„არავინ იცის სად დაიწყება რუსეთის ტერიტორია ხვალ და ზეგ. თუ ისინი ხაზის გადმოწევას გააგრძელებენ, ერთ მშვენიერ დღეს ყველანი რუსეთ-საქართველოს ფედერაციაში აღმოვჩნდებით“, - ამბობს ტატიაშვილი ჟურნალისტთან საუბარში.

ავტორის თქმით, „სამხრეთ ოსეთის ღარიბმა, მთიანმა რეგიონმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა პირველად 1990 წელს გამოაცხადა, მაგრამ რეგიონის საზღვრებს გარეთ ამას დიდი ყურადღება არავინ მიაქცია, იქამდე სანამ 2008 წლის აგვისტოში იქ რუსეთი არ შეიჭრა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია არ აღიარა"

როგორც სტატიაშია ნათქვამი, შეიქმნა ტერიტორიები „გაყინული ზონის“ სახით - რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიად მეზობელ სახელმწიფოებში, რომელიც გამოიყენება ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა მაგალითად, ნატო-ს საყრდენის შექმნის პრევენცია ან ხელსაყრელ მომენტში ქვეყნის დესტაბილიზაცია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საზღვარს ოფიციალურად აღიარებს, მაშინ როდესაც ქართული მხარე მას საოკუპაციო ზოლს ეძახის. ამასთან, ავტორის თქმით, გაერო-ს აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მშვიდობისმყოფელი ჰყავს გაგზავნილი, რომლებიც ვითარების მონიტორინგს ახორციელებენ. ასევე მშვიდობისმყოფელები აკვირდებიან თუ რამდენად კარგად სრულდება 2008 წლის ომის დროს მიღწეული შეთანხმება ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებით.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულია სამი რუსული სამხედრო ბაზა რამდენიმეათასიანი სამხედრო კონტინგენტით, რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსულ დახმარებაზე, 2008 წლამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით კი, ეთნიკური ოსების რაოდენობა თითქმის ორჯერაა შემცირებული.

„ე.წ. ბორდერიზაცია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მთავრობისთვის პოლიტიკური თავის ტკივილის მიზეზი გახდა. არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, მას მოუწია მეტოქეების თავდასხმების მიგერიება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება რუსეთის „მცოცავ ანექსიას“ მეტისმეტად გაუბედავად პასუხობს.

ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ რაც მთავრობაში "ქართული ოცნება" მოვიდა, რომელიც რუსეთთან სიტუაციის დარეგულირებას პირდებოდა მოსახლეობას, რუსი მესაზღვრეები ქართული ტერიტორიის შიგნით შევიდნენ.

სტატიაში ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოჰყავს, რომელიც აღნიშნავს, რომ „არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება“.

„ვიტყოდი, რომ საქმე საპირისპიროდაა. სამწუხაროდ, რუსეთი არასდროს აფასებს შენს დათმობას, წინგადადგმულ ნაბიჯს ან კომპრომისს. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ, მიხეილ სააკაშვილივით შეცდომის დაშვებას და აგვისტოს ომის გამეორებას. ის რაც ხდება დღეს დროებითია და ე.წ საზღვარი დიდხანს არ იარსებებს“, - აცხადებს კვირიკაშვილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics