04:45 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 15:03:34, 1072 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

რაქვიაშვილი პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს ირინე იმერლიშვილი იკავდება, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტური გახდა.

დავით რაქვიაშვილი 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესიით გეოლოგი.

დავით რაქვიაშვილს აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება.

2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.  აღნიშნულ რანგით დავით რაქვიაშვილი  მონაწილეობდა  ე.წ. ჟენევის დისკუსიებში,  ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა  საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს.

2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც საელჩოს პოლიტიკური და  ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა.

მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს   სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას.

2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.   დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურებლო საბჭოს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics