17:59 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 15:30:27, 649 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: დავით რაქვიაშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით

დავით რაქვიაშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე რუსულ მხარესთან ურთიერთობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, რაქვიაშვილი აღნიშნული თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია.

"მინდა საზოგადოებას წარვუდგინო უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ბატონი დავით რაქვიაშვილი. ბატონი დავითი ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია. მას აქვს სერიოზული გამოცდილება. ის იყო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტის პრევენციის მექანიზმში და გამომდინარე აქედან აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილებაც აქვს. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ის იყო ელჩის მოადგილე და ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მე და ბატონი დავითი ფაქტიურად ერთად ვქმნიდით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ის იყო გამგეობის წევრი და ამ თვალსაზრისით სერიოზული გამოცდილება გააჩნია. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი. ვისაც მთაში უვლია კარგად იცნობს ბატონ დავითს. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშავოს და ემსახუროს ქვეყნის გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობას. ბატონი დავითი ასევე, მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების და დაფუძნების პროცესში. ახლო ურთიერთობის 30 წლიანი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს ირინე იმერლიშვილი იკავდება, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტური იყო. აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დღეს დავით რაქვიაშვილი დანიშნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics