22:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 15:47:25, 899 ნახვა

პოლიტიკა
დავით რაქვიაშვილი: ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივია

უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნულმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, საჯარო სამსახურში ყოფნა და მითუმეტეს ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის უდიდესი პატივია.

"მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, გამოცხადებული ნდობისთვის. უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ეს კარგად მესმის. ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოვლენაზე და მათ პრევენციაზე, ხოლო მაშინ როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.

გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპული ღირებულებების მიმართებაში დაპირისპირება ავტორების მომრავლების ფონზე ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდაოდ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დიდ ყურადღებას.

ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროების და თავდაცვისუნარიანობის მიმართებაში პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით. ეს არის ის პრიორიტეტები, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics