23:46 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 16:45:48, 753 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი რულოვსზე: უფრო ადვილია, იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში, ზედმეტი ვალდებულებების გარეშე

„რასაკვირველია უფრო ადვილია  იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების გარეშე“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სანდრა რულოვსის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას.

როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, "როდესაც მაჟორიტარი ხარ, ხალხს ბევრი კითხვები უჩნდება და რთულია ყველას უპასუხო".

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებთან და მათ შორის სანდრა რულოვსთან, ხალხს ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს. 

„ჩემთვის ყოველშემთხვევაში, ორი თემა გამოიკვეთა, რაც ზედაპირზე ჩანს. ძალიან რთულია ბევრ შეკითხვას გასცე პასუხები. როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი ხარ,  ასეთი კითხვები ბევრი უჩნდება ხალხს და მოგიწევს პასუხის გაცემა. როდესაც შვილმოკლულმა დედამ   რულოვსს  პასუხებისთვის მიმართა,  მან  უთხრა, რომ  ეს სააკაშვილის პერიოდში მოხდა და მე არ ვარ პასუხისმგებელიო.  ეს პასუხი შესაბამისი ნამდვილად არ იყო. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებთან ძალიან ბევრი შეკითხვებია, განსაკუთრებით კი მაჟორიტარებთან და მათ შორის სანდრა რულოვსთან.  რთულია ამ საკითხებზე პასუხის გაცემა და აბსოლუტურად არასაკმარისია რულოვსის მხრიდან  იმის თქმა, რომ ეს მოხდა მისი მეუღლის ხელისუფლების  პერიოდში.  რასაკვირველია უფრო ადვილია  იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების გარეშე.
არის მეორე საკითხიც, რომელიც აბსოლუტურად გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“  დიდი ხანია ეწევა, მას მერე რაც არჩევნები წააგეს.   ეს არის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება და დისკრედიტაცია ხელისუფლების, შესაბამისად საქართველოს ინტერესების  საერთაშორისო დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც  პოზიცია  უსუსტდებათ.  ეს ორივე საკითხი გამოიკვეთა და ვფიქრობ, რომ ერთ და მეორე ამოცანასაც გაართვა თავი, ოღონდ საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე. პარტიაში შიგნით რა იყო, რა ხდებოდა, იყო თუ არა შეთანხმებული, მართალი გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics