11:20 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 18:03:26, 834 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული დ.ხ., 1998 წელს დაბადებული შ.ჟ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული ერთ-ერთი ბრალდებული, ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში დააკავეს.

პოლიციამ გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics