16:47 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 22:27:39, 688 ნახვა

სპეციალური ანონსი
25 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

25 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის და საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება. 

25 ოქტომბერს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება“ გაიმართება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრებიან.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

25 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ბათუმის სასტუმრო "ინტურისტში" საერთაშორისო კონფერენცია "ჭადრაკის როლი განათლების სისტემაში" გაიმართება.

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და 
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, რუსთავში, შსს-ს „112“-ის 
ახალ ცენტრს გახსნიან. 
მის: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორია, იუსტიციის სახლის მოპირდაპირედ

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მის: რუსთაველის გამზ. #29

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “Fiestalonia Georgia’’ საზეიმოდ გაიხსნება. 

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება. 

25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დოკუმენტური ფილმის, „ერევანი-ბათუმი. მეგობრობის გზა” პრეზენტაცია-ჩვენება გაიმართება.
მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ინიციატივით, დალი მაზმიშვილის წიგნის ,,იმედით ძლეული უიმედობა“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი თბილისის მერიის ,,კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანადგომით გამოიცა.

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თენგიზ ქართველიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა "მოგონება ძველ თბილისზე" გაიმართება. 
მის.: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. #1

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია და მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics