20:55 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 11:13:29, 1023 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პრემიერი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ წარადგენს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განხორციელდება. თუმცა, სერგეენკოს არ აქვს ინფორმაცია, რა ტიპის ცვლილებები განხორციელდბა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა.

„პრემიერს ეკუთვნის აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯი და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა პოზიციები შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. მე ვრჩები იგივე აზრზე, რაზეც ვიყავი ოთხი წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა რა გვარია მინისტრი, მნიშვნელობა აქვს როგორ ვითარდება დარგი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics