06:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 11:31:17, 1320 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტზე: ამ ეტაპზე, რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტრ „კრწანისში“ მომხდარი ინციდენტის შესწავლა საკუთარი ინიციატივით უკვე დაიწყო.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ და იმ პირებს გაესაუბრნენ, რომლებიც ამ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

„ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ჯერ ვერ ვფიქრობ, რომ რაიმე გამოკვეთილია. გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მას. მე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ საზოგაოდებას უნდა მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია, თუმცა მთლიანობაში, ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება გარკვეული საკითხი მართლაც იყო პრობლემური. ის რომ ეს ადამიანები იყვნენ გადასული სამხედრო ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ, შესაბამისად, იყო თუ არა პროცედურა დაცული ამას ჩვენ შევისწავლით“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

კითხვაზე, გუშაგის მიმართ რაიმე ხომ არ გამოიკვეთა, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს ჯერჯერობით კითხვის ნიშნები არ გააჩნია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

„2016 წლის 23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს“, - განმარტავენ უწყებაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics