13:22 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 11:31:54, 931 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თითოეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს

 რუსთავში, შსს-ს „112“-ის ახალ ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პრემიერიც დაესწრო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 112-ის ალტერნატიული ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს.

„112 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია  და მისი  გამართული და უწყვეტი  ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია სახელწმიფოსთვის და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. დარწმუნებული ვარ, ორივე ცენტრის პარალელური გამართული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და უზრუნველყოფს თოთოეული  ჩვენი მოქალაქის უსაფრთოხებას და დარწმუნებული ვართ, აქ მაღალი პროფესიონალის მქონე ადამიანები მუშაობენ. შსს-ს 112-ის დეპარტამენტი არის ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი სამსახური, რომელიც გადაუდებელი  შემთხვევების შესახებ პირველი იღებს ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეებისგან. ვიცით რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ყოველი წამი გადამწყვეტია და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად კვალიფიციური დახმარებისთვის.  ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და მუდმივად ვითვალისწინებთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. რუსთავის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი კიდევ ერთი დამატებითი ობიექტი იქნება,  რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთოების დასაცავად“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამავე  შენობაში ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო ცენტრი, რომელიც 112-ის თანამშრომლების გადამზადებას უზრუნველყოფს.

„ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება გახდეს 112-ის გუნდის წევრი, შეძლებს ამ სპეციფიკური განათლების რუსთავის ცენტრში მიღებას.შსს-მ ბოლო პერიოდში უმოკლეს დროში განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტი. ყველა პროექტი ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და ისინი მსოფლიოში საუკეთესო სერვისებს შორისაა და შეგვიძლია დამსახურებულად ვიამაყოთ“,-განაცხადა პრემიერიმა და დასძინა, რომ რუსთავში ამ ცენტრში 175 ადამიანი დასაქმდება. მთავრობის მეთაურმა მათ წარმატებული მუშაობა უსურვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics