00:48 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 12:35:52, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი და სოზარ სუბარი ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ვალერი გელაშვილი და სოზარ სუბარი დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მინისტრმა დევნილებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხაშურს მაჟორიტარი დეპუტატობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

„ვალერი გელაშვილი იბრძვის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მოვუწოდებ ხაშურის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის შენებას და 30 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი- შემოხაზონ 41. ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. 2020 წლისთვის ჩვენ ვიცხოვრებთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში , სადაც მოსახლეობის პრობლემები მინიმუმადე იქნება დაყვანილი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics