12:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 14:31:33, 1533 ნახვა

სამართალი
გიგა შენგელიას მამის განცხადებით, მისი შვილი სამხედრო ბაზაზე არ მოუკლავთ

კრწანისის ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა აცხადებს, რომ მისი ვაჟი სამხედრო ბაზაზე არ მოუკლავთ.

მისივე თქმით, გიგა შენგელაიას ბაზიდან ოცი მეტრის მოშორებით ესროლეს.

„ნასროლია გარეთ, ბავშვი ღობეს გადაახტა და ოც მეტრზეა ნასროლი. რასაც ისინი აცხადებენ ტყუილია. მეორე შვილი სად არის არ ვიცი, ის იქ არ ყოფილა, სხვები იყვნენ. მე თუ გავიგე, მათ ვერ გაიგეს? სამხედრო ბაზა არ არის დაცული და ისინი თურმე მანდ სულ გადადიოდნენ. კამერები მანდ არ მუშაობს. ჩემი ინფორმაციიით, განხორიელებულია 2 გასროლა და ერთი საუბედუროდ მოხვდა ბავშვს. ის ორი ბიჭი, ვინც გიგასთან ერთად იყო, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, მაგრამ გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული. ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია. ჟურნალისტების გარდა ჩემთან არავინ მოსულა. ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

„2016 წლის 23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს“, - განმარტავენ უწყებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics