02:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 14:52:14, 682 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი   ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ასევე შესაბამის სტრუქტურებს მიმართავს,   მშვიდი და სამართლიანი გარემო უზრუნველყონ:

„მოგეხსენებათ არჩევნები გრძელდება და რამდენიმე წინადადებით გაგაცნობთ პრეზიდენტის მოსაზრებას: როგორც იცით, განმეორებითი არჩევნები ჩატარდა ორ ოლქში, სადაც პირველი ეტაპი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ განმეორებითმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გადაცდომების გარეშე ჩაიარა. თუმცა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გრძელდება, 30 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში და, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტი მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ. კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარღვევასა და საჩივარზე დროული რეაგირება“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics