10:08 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 15:41:18, 615 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება ჯერ ნაადრევია

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება ჯერ ნაადრევია.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, სასამართლო სისტემას გაჯანსაღება  სჭირდება და რამდენად იქნება ეს  უზრუნველყოფილი ზაზა თავაძის თავმჯდომარეობის პირობებში, ამას დრო აჩვენებს:

„ჯერ ადრეა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება და ალბათ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, შემდეგ  შესაძლებელი გახდება რაღაც გარკვეული პოზიციისა და შეხედულების შექმნა. ზოგადად რაც შეეხება სასამართლო სისტემას და რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ სისტემას სჭირდება გაჯანსაღება და რომ კვალიფიციური და  მაღალი ნდობის ხაირსხის ადამიანები სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას მხოლოდ წაადგება.საზოგადოებაში არსებობს არაერთი ეჭვი, კითხვის ნიშანი სასამართლო სისტემის და  ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მმოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics