10:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 16:55:59, 1468 ნახვა

სამართალი
რუსთავში შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრი გაიხსნა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრი გახსნეს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ახალი თაობის 112“ გადაუდებელი დახმარების მსოფლიოს საუკეთესო ცენტრების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. რუსთავის „112“ თბილისის ცენტრის პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა ზარებს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. ახალი ცენტრის მიზანია „112“-ის გამართული, უწყვეტი ფუნქციონირება და თბილისის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის განტვირთვა და დაზღვევა.

„საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შს სამინისტრო მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული, - განაცხადა ცენტრის გახსნაზე გიორგი მღებრიშვილმა, - იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევაზე სახელმწიფოს რეაგირების სტანდარტი იყოს უფრო მაღალი, დღეს უკვე ამ ახალ შენობაში, რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრი. შსს-ს „112“ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია. ის წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო-სამაშველო სამსახურებს შორის. შესაბამისად, მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ „112“-ის ახალ ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემოა შექმნილი. შენობაში არსებული ე.წ. ანტისტრესული ოთახები იქ მომუშავე დისპეტჩერ-ოპერატორებს რთული სამუშაო პროცესის შემსუბუქების საშუალებას მისცემს. „ახალი თაობის 112“-ში, ასევე, განთავსებულია ტრენინგცენტრი, რომელიც პროფესიონალ ოპერატორ-დისპეტჩერებს მოამზადებს.

ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები 4 წლის განმავლობაში შსს-ს „112“-ში წარმატებით განხორციელებულ და დაგეგმილ, ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ, არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პირველი ზარის მიღების პროცესსაც დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics