17:48 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 17:45:01, 772 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს

„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფართომასშტაბიან გამოძიებას იწყებს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ პარტიის წევრები არ შეეგუებიან იმ ციფრებს, რა ციფრებიც აჩვენა არჩევნების შედეგებმა.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვართ საპარლამენტო პარტია. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა საპარლამენტო ტრიბუნა, მაგრამ ჩვენს გარდა არსებობს უამრავი პარტია, რომელიც ვერ აღმოჩნდა პარლამენტში. თქვენ იცით, რომ პარტიების თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში ისედაც მიმდინარეობდა და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბლოკი, რომელიც ექვსპარტიულია შეეცდება, რომ იყოს ხიდი და წარმომადგენელი პარლამენტში სხვა პარტიების, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ პარლამენტში.  ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი გამოძიება იმისა, თუ როგორ ჩატარდა  არჩევნები.  მინდა შეგახსენოთ რომ, საგარეჯოს არჩევნების შემდეგაც ჩატარდა ასეთი გამოძიება. მთავარი გამყალბებელი ამ არჩევნებისა - „რესპუბლიკური პარტია“, დღეს 1,5%-იანი პარტიაა. ამ გამოძიების შედეგები შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა მთლიანად შესაცვლელია და ამ საარჩევნო სისტემის არსებობის პირობებში, საქართველოს არ აქვს საარჩევნო მომავალი.

„არსებულმა სისტემამ ვერ უზრუნველყო ვერც ერთი სამართლიანი არჩევნები გასული 20-30 წლის განმავლობაში. საქართველოში კომუნისტური პერიოდიდან მხოლოდ ერთადერთი სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და რომელშიც სრულიად სამართლიანად და ღირსეულად გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, მას მერე ქვეყანაში არ ჩატარებულა არც ერთი სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა თარხან-მოურავმა.

თარხან-მოურავის თქმით, დაიგეგმა ძალიან ცუდი არაერთი პრაქტიკა, მათ შორის არის ეგზიტპოლები.

"ჩვენს ქვეყანაში მუდმივად შემოდიან სრულიად უსახელო ორგანიზაციები, რომელთა სახელწოდებები არაფერს არ გვეუბნება, ეს არის აბრევიატურა - A, B, O, W, T, N, K, F, N და მერე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ვიღაცამ ჩაატარა კვლევა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა, ან რაიმე შედეგი და შემდეგ რატომღაც არჩევნების შედეგების დაახლოვება ხდება ამ მონაცემებთან, მაგრამ დაახლოება იმ ხალხისთვის, ვისაც არა აქვს სპეციალიზებული მათემატიკური განათლება. ცუდია რომ ამაში ჩაება ახლა ხელისუფლებაც. მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნებამდე ათი დღით ადრე ჩამოყვანილმა ვიღაცა FJ-მ და შემდეგ ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილმა კომპანიამაც თქვა, რომ ჩვენ პარტიას ჰქონდა 2,5%. - ამაზე ჩვენ ერთი წელია ვლაპარაკობთ და მერე ეს დაცინვის საგანი ხდება რატომღაც“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics