22:21 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 17:48:13, 920 ნახვა

პოლიტიკა
ანი მიროტაძე: „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები „ ქართული ოცნებისგან“ კონსულტაციების მოლოდინში არიან

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის შეფასებით,  „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების  მიერ, ამომრჩევლისთვის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოწოდება ნიშნავს იმას, რომ ისინი მთავრობასთან  კონსულტაციების დაწყებისთვის მზად არიან.

მიროტაძის განმარტებით, მართალია ისინი „ქართული ოცნებისგან“ შეთავაზებებს უარყოფენ, თუმცა ფაქტია, რომ მათგან კონსულტაციების მოლოდინში არიან.

ამასთან ანი მიროტაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ამომრჩევლებისთვის მათი მოწოდება ბუნდოვანია. მიროტაძე არ ფიქრობს, რომ ამომრჩეველი  „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების ნათქვამზე გადაწყვეტილებას მიიღებს-მითუმეტეს მაშინ, როცა „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები მათ განცხადებებს  ემიჯნებიან:

„ამ ადამიანებმა განაცხადეს, რომ დატოვეს „თავისუფალი დემოკრატები“, ანუ აღარ არიან პარტიულები. ასე რომ, მათ სრული თავისუფლების შესაძლებლობა აქვთ თავის ქმედებებში, მაგრამ  მეორე საკითხია, რა პრინციპით მოუწოდებენ ისინი „თავისუფალი დემოკრატების“  ამომრჩევლებს, რომ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ჯერ ისიც გასარკვევია, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირა „თავისუფალ დემოკრატებს“, ამ ლიდერების ნაბიჯებს როგორრ აფასებს. ასე რომ, ეს მოწოდება ცოტა არ მესმის. ბუნდოვანი მეჩვენება იმიტომ, რომ არ მგონია, მათ ნათქვამზე მათმა მხარდამჭერებმა გადაწყვეტილება მიიღონ. მოვისმინე იმ ადამიანების პოზიცია, ვინც დარჩა თავისუფალ დემოკრატებში, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ამ ამბავს. ჩემი პროგნოზი ასეთია, მე მაინც მგონია, იმ ადამიანების არჩევანი, რომლებმაც თავის დროზე „თავისუფალ დემოკრატებს“ დაუჭირეს მხარი, დამოკიდებული იქნება იმ ხალხის მოწოდებაზე, ვინც დარჩნენ „თავისუფალ დემოკრატებში.

ძალიან გამიჭირდება ამ შეფასებების გაკეთება. ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ამ ადამიანებმა დღეს განაცხადეს, რომ შეთავაზებები არ მიუღიათ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსულტაციები არ გაგრძელდება. მე მეჩვენება, რომ ის ადამიანები არიან კონსულტაციების მოლოდინში. გამომდინარე იქიდან, რომ წინ მეორე ტურია და შესაბამისად,  მთავრობის დაკომპლექტებაზე შემდეგ იქნება ლაპარაკი, ამ ადამიანებს ალბათ მოუწევთ დალოდება იმ პერიოდისთვის, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაზე იქნება ლაპარაკი. მათ განაცხადეს, რომ არ სურთ ოპოზიციაში ყოფნა, მათ აქვთ ამის უფლება.გემოვნების ამბავია, ვის რა არჩევანი აქვს. „ეროვნული ფორუმი“ ფიქრობს, რომ უნდა დარჩეს ხალხთან ერთად და იყოს ოპოზიციაში,  აკონტროლოს ხელისუფლება, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ მოიპოვოს საკონტროლო პაკეტი პოლიტიკაში და დიდი ალბათობით, ის ამას მოახერხებს. მათი მზაობა ნიშნავს იმას, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ სახელმწიფო სამსახურში, ვიდრე მაკონტროლებლის  პოზიციაში და შემდეგ მოემზადონ ახალი არჩევნებისთვის“,-განაცხადა ანი მიროტაძემ.

„ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ მიროტაძემ ასევე აღნიშნა ისიც, რომ „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ნაწილის გარიგების თაობაზე  გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი, ალბათ არსებობდა:

„ალბათ გარკვეული საფუძველი არსებობდა,  კვამლი უცეცხლოდ  არ ჩნდება“,-დასძინა მიროტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა-დავით ონოფრიშვილმა, გია ცაგარეიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენცია გამართეს და ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics