16:12 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 11:47:14, 592 ნახვა

საზოგადოება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ვაკეში 2 მლნ. 52 500 ლარი დაიხარჯა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონში 2 მლნ. 52 500 ლარი დაიხარჯა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

 კერძოდ კი, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავი 50 მისამართზე შეკეთდა (გარემონტდა, დაახლოებით, 12 142  კვ. მ. ფართობის ბრტყელი სახურავი და 12 513 კვ. მ. ფართობის ქანობიანი სახურავი), 65 მისამართზე განხორციელდა ლიფტის რეაბილიტაცია, 66 მისამართზე შეკეთდა შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, 21 მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავის წყალსაწრეტ მილებს, სადარბაზოს რემონტი 31 მისამართზე გაკეთდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 5 მისამართზე, ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენა, სადარბაზოს კარის დამზადება და მონტაჟი კი 15 მისამართზე განხორციელდა.

 მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონის მასშტაბით კორპუსებში ასევე შეკეთდა საერთო სარგებლობის კიბეები - 13 მისამართზე, სადარბაზოს სენსორული განათება დამონტაჟდა 6 მისამართზე. გარდა ამისა, განხორციელდა 2 კორპუსის კაპიტალური გამაგრება. 

ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას და ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 მისამართზე მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის შესახებ ჩატარდა. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისი - ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! [ვიდეო]
ირაკლი ქარქაშაძე - Routes Europe 2024-ზე ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი დიდია
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics