05:11 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 11:54:56, 1976 ნახვა

მსოფლიო
Amnesty International: სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებს 300 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა

სირიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიადარტყმებს სულ მცირე 300 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC უფლებადამცველ ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ბეირუთში ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლინ მაალუფმა განაცხადა, ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი მეტყველებს, რომ თითოეულ შემთხვევში კოალიციის ძალები არ მიმართავდნენ უსაფრთხოების ადეკვატურ ზომებს, რათა მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგი და სამოქალაქო ობიექტების ნგრევა მინიმუმამდე შეემცირებინათ.

"ვშიშობთ, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია სათანადოდ არ აფასებს სირიაში ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს”, - განაცხადა ლინ მაალუფმა.

Amnesty-ს ანგარიში სირიელი უფლებადამცველებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.

ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კოალიციის 11 ავიადარტყმას დაახლოებით 300 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, სამხედროები კი მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალებას აღიარებენ.

ცნობისთვის, პენტაგონს უფლებადამცველების ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებს 9364 მშვიდობიანი მცხოვრები ემსვერპლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics