02:39 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 12:31:17, 650 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტალინის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი ეწვია

25 და 26 სექტემბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფიციალური ვიზიტით ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ‘’Mectory’’ - ს დირექტორი, უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ქალბატონი თეა ვარაკი ეწვია.

25 ოქტომბერს ესტონეთის დელეგაცია  ტექნოპარკს ესტუმრა, სადაც მათთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ სააგენტოს პრეზენტაცია ჩაატარა და საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე  ხელი მოეწერა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “Mektory”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია “Mektory”-ს ბაზაზე საქართველოს წარმომადგენლობის, ე.წ. კულტურული ოთახის, დაარსება, რომელიც განთავსდება “Mektory”-ს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების (აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ფინეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ავსტრალია) ცენტრებთან ერთად, რაც გააერთიანებს ესტონეთში იმ ქართველ მეწარმეებს, სტარტაპ კომპანიებს, სტუდენტებს, ზოგადად საქართველოს წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ესტონეთში მოღვაწეობის სურვილი, ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს პარტნიორთა ქსელის გაფართოვების მიზნით.

26 ოქტომბერს ტექნოპარკში მოეწყო ესტონეთის დელეგაციების შეხვედრები, საქართველოს უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო სექტორთან. სტუმრებს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი, სამეცნიერო დარგში, შალვა მაჭავარიანი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციების ცენტრი “Mektory” აერთიანებს მეწარმეებს, სტუდენტებს, მეცნიერებსა და მოსწავლეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ახალი იდეებისა და ინოვაციების ერთობლივად შემუშავების მიზნით. ცენტრი განთავსებულია 4450 კვ.მ ფართობის თანამედროვე შენობაში და მოიცავს პროტოტიპულ და საცდელ ლაბორატორიებს, ე.წ. სტარტაპებს და სპინოფებს, საკონფერენციო დარბაზს, კოსმოსურ და საგამოფენო ცენტრებსა და სარეკრეაციო ზონას. “Mektory” საქმიანობს 3 მიმართულებით: დიზაინი და პროდუქტის განვითარება, ბიზნეს მოდელების განვითარება, მობილური სერვისები და მედია საშუალებები. ცენტრში ხორციელდება უნივერსიტეტის თეორიული სწავლების ნაწილის პრაქტიკულთან მაქსიმალურად დაკავშირება. “Mektory” ასევე ხელს უწყობს სტუდენტთა ე.წ. სტარტაპული კომპანიების განვითარებას. ამასთან, ცენტრი თანამშრომლობს „ერიქსონთან“, „მიცუბიშთან“ და სხვ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ესტონეთის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის “Mektory”-ს შორის მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის.ეს საშუალებას მისცემს დეველოპერებს ეფექტიანად გამოიყენონ უცხოელი კოლეგების მიერ გაზიარებული გამოცდილება და თავიანთი საქმიანობის სასარგებლოდ გამოიყენონ კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics