11:26 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 13:50:49, 702 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარემ, სოფიო დიასამიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის აუცილებლობას გულისხმობს.

შესაბამისად, სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე მეთოდების გაცნობა-სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით: წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი ადგილობრივი თევზის უნიკალური ჯიშის (კოლხური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული) აღდგენა-მოშენებისათვის სასელექციო მუშაობის განხორციელება; თევზების დაავადებათა საწინააღმდეგოდ პრეპარატების გამოცდა და მათი კვება-მოვლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება/გამოცემაში. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას და მათ შემდგომ პოპულარიზაციას.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics