03:30 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 13:56:29, 649 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლონეთში სამუშაო ვიზიტისას, თენგიზ ფხალაძემ უკვე გამართა შეხვედრები პოლონეთის უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელ პაველ სოლოხთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივან კჟიშტოფ შჩერსკისთან.

შეხვედრებზე  მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს, საქართველო - პოლონეთის დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენის 25 წელი სრულდება.

ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონულ თემატიკასაც, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ოთხეულის თანამშრომლობის ფორმატებს. განიხილეს სამომავლო გეგმები - ვიზიტებისა და შეხვედრების სამომავლო დღის წესრიგი.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მალგოჟატა გოშევსკასთან სამუშაო ლანჩი გამართა.

მხარეებმა  საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, საქართველო - პოლონეთის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

თენგიზ ფხალაძე  ხვალ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვა და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics