12:00 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 15:18:24, 1604 ნახვა

ეკონომიკა
ბუცხრიკიძე მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ადვილია

„საქართველოსთვის დიდი მიღწევაა, რომ  რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“,-ასე შეაფასა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა  ვახტანგ ბუცხრიკიძემ „მსოფლიო ბანკის“ ბოლო ანგარიში „Doing Business 2017”.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებშია.

„ამას ორი მნიშვნელობა აქვს. ეს  ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. პირველ რიგში ეს ნიშნავს, იმას რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის ადვილი. ქართველ მეწარმეებს ბიზნესის კეთება უფრო მარტივად შეუძლიათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩვენთვის დღესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველომ თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესა ამ მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს საქართველოს მეტი პოტენციალი ექნება, უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics