18:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 15:55:34, 1576 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე: გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით

შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სებ-ი კურსის პროგნოზს არ აკეთებს. მისივე განმარტებით, სებ-ის ფუნქციაა დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს.

"კურსის პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, თეორიულდაც კი ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ ის ვინც ამას გააკეთებს, ისევე როგორც ნავთობის ფასების პროგნოზირებისას ემართებათ, შეცდება. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს არც მაშინ როცა მყარდება კურსი და არც მაშინ როცა უფასურდება”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთანბ, სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობდა ერთჯერადი ფაქტორები, რომლებმაც გაცვლით კურსზე გავლენა მოახდინეს.

,,თუ გადავხდავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს - ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გაზვნილები 13%-ით არის გაზრდილი. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც კი მიაღწია გუშინ სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით”, - განაცხადა გვენეტაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics