15:38 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 16:14:34, 717 ნახვა

საზოგადოება
სოფლის ტურიზმის ფესტივალზე "განდაგანა" სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელით

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალზე „განდაგანა“ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

28 ოქტომბერს, სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე  წარმოდგენილი იქნება  აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით

ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

14:00 სოფლის ტურიზმის ფესტივალის გახსნა ცეკვა განდაგანით

14:00 – 19:00 სოფლის პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა, ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, თემატური კონკურსები

14:30- 18:00 მაღალმთიან აჭარაში წარმოებული რძის პროდუქტებისა და კერძების დაგემოვნება  ( კაიმაღი, ბორანო, სინორი, აჭარული მდნარი ყველი , ლუდის ყველი, ყურუთი და სხვა ) 

15:00-17:00 აჭარის საოჯახო  ღვინის  მარნების კუთხის  გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის გამოხდის პროცესის ნახვა

16:00 -19:00 ადგილობრივი თამბაქოს დაჭრის  და გოდრის დაწვნის პროცესის ჩვენება

16: 30 – 18:30 მასტერკლასი ქსოვაში, დართვასა და მატყლის ჩეჩვაში

16:00- 20:00 მაღალმთიან აჭარაში დამზადებული  ტრადიციული ტკბილეულის პრეზენტაცია - დაგემოვნება

19:00 -21:00 ჯგუფი „ASEA SOOL’’

21:00 – 23:00 ჯგუფი „ეგარი’’

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალი აჭარული სოფლის პოპულარიზაციასა და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს.

ღონისძიებები ევროპის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისათვის, დარეკეთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე: 577 90 90 93

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics