13:05 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 17:41:40, 880 ნახვა

საზოგადოება
ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად გაერთიანდებიან

თბილისის მოდის კვირეულის  ფარგლებში  ქართველმა დიზაინერებმა სოლიდარობის ფონდში აქტიურად ჩართვა გადაწყვიტეს.

დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად, გაყიდული პროდუქციიდან ფონდში დონაციას განახორციელებენ .

თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-14 სეზონი 19 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიხსნა, სადაც თბილისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, გაიმართა ნინო რამიშვილის არა სასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით. კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნა კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციებია წარმოდგენილი. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს. თბილისის მოდის კვირეულის  ფარგლებში TBILISI MALL-ში წარმოდგენილი კოლექციებით სოლიდარობის ფონდს შემდეგი დიზაინერები შემოუერთდნენ: DALOOD, ATELIER27, CO.MODE, ANISHKO, LOVOA CO.MODE+, NATIA ARVELADZE, NO ONE, SOPO IOSEBIDZE.

ცნობისთვის, საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა. პირველ ეტაპზე სოლიდრაობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოვებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით. 

ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 8 165 216 ლარი  იქნა  მობილიზებული და 305 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საჭირო თანხა იქნა დამტკიცებული.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა არ დაღუპულა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics