07:19 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 17:48:45, 1471 ნახვა

ეკონომიკა
"ფინანსურ სექტორს "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის სათანადო დაცვისკენ მოვუწოდებთ"

საქართველოში არსებობს კანონი და კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებს. საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, თუ აღნიშნული კანონის დაცვა არ მოხდება, ქვეყნის ფინანსური სისტემის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

"მოგეხსენებათ, რომ დღეს მსოფლიო რეგულატორების ყურადღების ცენტრშია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს.

არიან სუბიექტები, რომლებმაც უნდა დაიცვან ეს კანონმდებლობა. თუ არ მოხდება ამ კანონმდელობის დაცვა შეიძლება გაიზარდოს რისკები ფინანსური სისტემისა. საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს. ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს შესაბამისობაშია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებთან. ახლა უკვე ჩვენი საქმეა, რომ კარგად შევასრულოთ.

მინდა მოვუწოდო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ გაითავისონ თავიანთი როლი ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადების საფინანსო სისტემაში შეღწევის პროცესში და სათანადოდ დაიცვან ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს არსებობს. თუ კი ამ ინსტიტუტებს აქვთ რაიმე შეკითხვები ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ განმარტებები, რადგან ქვეყანა ასეთი მოვლენებისგან დაცული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესრულების მონიტორინგს ვახორციელებთ", - განაცხადა გვენეტაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics