16:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 18:46:53, 701 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით რომან შენგელიას შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინეს

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტის აღკვეთის დროს გარდაცვლილის მამას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და უწყების სხვა თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რომან შენგელიას მომხდარის დეტალები გააცნეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირები 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე შეიჭრნენ. სამი უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტრომ გუშინ მზადყოფნა გამოთქვა, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახისთვის მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, ასევე დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და ყველა კითხვაზე ადგილზე გაეცა პასუხი.

თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics