23:22 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 00:01:36, 679 ნახვა

სპეციალური ანონსი
27 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

27 ოქტომბერს, 10:00 საათზე, კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“ გაიხსნება, რომლის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO). კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოფენა. 
მის: რუსთაველის გამზ. # 29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“
საკონტაქტო პირი ნათია ფოფხაძე - 599 58 56 58 

27 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კვლევის „უსახლკარობა-სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისში, შემოსავლების სამსახურის შენობაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი ირაკლი რაზმაძე შეხვდება ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებს და წარმოადგენს აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურების შედეგების პრეზენტაციას. 
მის.: ჯავახიშვილის ქ. #5, მე–3 სართული

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, I სართულზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და წარმოადგენს აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურების შედეგების პრეზენტაციას. 
მის.: ჭოველიძის ქ. #10ა

27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ნარკომანიის და ფსიქიკური მედიცინის ცენტრი პაციენტების ნამუშევრების გამოფენას გამართავს, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან სტუმრები დაესწრებიან.
მის.: ქავთარაძის ქ. #21ა
საკონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური - 599 29 60 50

27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ძალოსნობაში ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ჩხეიძეს მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სამინისტროში შეხვდება და მალაიზიაში მოპოვებულ გამარჯვებას მიულოცავს.

27 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: კოსტავას ქ. #14

27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის თავმჯდომარეობით, სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე სააპელაციო საჩივრის განხილვას დაიწყებს. 
მის: გრ. რობაქიძის გამზ. #7ა, დარბაზი #8
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

27 ოქტომბერს, 16:45 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წევრებს შეხვდებიან. 
მის.: გ. ლეონიძის ქ.#2, ბიზნეს ცენტრი 
საკონტაქტო პირი: მარიამ სპარსიაშვილი - 577 777 284

27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს, გოეთეს ინსტიტუტსა და DVV International-ის ორგანიზებით ქალაქის მწვანე ფორუმის ფარგლებში სამდღიან ღონისძიებას „ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში“ გახსნის.
მის.: თავისუფლების #2 

27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა კავშირი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში ცნობილი ქართველი მწერლის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, რევაზ ინანიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს. 

27 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთირთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) დისკუსია გაიმართება. 
თემა: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - რა იგეგმება კრემლის კულუარებში“. მოდერატორი: ირაკლი მენაღარიშვილი; მომხსენებლები: თორნიკე შარაშენიძე და მამუკა კომახია. 
მის: შიო ჩიტაძის ქ. #3ა
საკონტაქტო პირი: მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics