17:27 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 10:51:13, 657 ნახვა

პოლიტიკა
"სახელმწიფოსთვის შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ეს ასე დარჩება"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არ აკონკრეტებს, არჩევნების შემდეგ, მისი უწყება  იგივიე ფორმით იფუნქციონირებს თუ არა. თუმცა, ციხელაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის შერიგების, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება,  კონფლიქტების  მშვიდობიანი მოგვარება მნიშვნელოვანი  პრიორიტეტია და ეს ასე დარჩება:

„ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნების მეორე ტურს და იმ გადაწტყვეტილებებს, რომლებიც იქნება მიღებული. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული  ცხადია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. რაც ეეხება სამინისტროების ფუნქციონირებას, ყველა სამინისტრო აგრძელებს ფუნქციონირებას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში,  მათ შორის ჩვენი მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ. ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობს, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და სახელმწიფოსთვის შერიგების მიმართულება, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება, კონფლიქტების  მშვიდობიანი მოგვარება გახლავთ ერთ-ეღთი მნიშვნელოვანი  პრიორიტეტი და ეს ასე დარჩება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics