2015-03-19 10:56:02, 875 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინელი და რუსი ხალხი ერთი ერია
„უკრაინელი ხალხი და რუსი ხალხი ერთი ერია“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსიის წლისთავზე მოსკოვში გამართულ კონცერტზე განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთი ყველა იმ სირთულეს დაძლევს, რომელსაც უქმნიან. „რუსეთში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ რუსეთი და უკრაინელები ერთი ერია, ასე ვფიქრობ ახლაც, თუმცა რა თქმა უნდა უკიდურესი ნაციონალიზმი საზიანო და საშიშია. დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხი ობიექტურად შეაფასებს მათ ქმედებებს, ვინც ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანა. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებეთ, რაც შეგვიძლია, იმისათვის, რომ უკრაინამ გადალახოს ეს რთული პერიოდი.ჩვენ უნდა დავძლიოთ ის სირთულეები, რომელსაც გვიქმნიან“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა. ცნობისთვის, ყირიმის ანექსიის წლისთავზე მიძღვნილ კონცერტში 100 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რუსეთის პირველმა პირმა ქვეყნის ჰიმნი იმღერა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება“ - აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრამი მოხსნილია, შენობის კარებები ღიაა
პრეზიდენტი - ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული?
რა? სად? როდის? — 563 მოთამაშე მოუწოდებს პარლამენტს, ჩააგდოს რუსული კანონი
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|