17:32 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 11:43:57, 1539 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა

ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული საქართველო მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ ADB-ის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი განვითარების ნაწილში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. 

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს პროფესიული განათლების მიმართულებით დახმარების შესაძლებლობა. მან ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარს უჭერს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას მთავრობის რეფორმების განხორციელების ნაწილში,  როგორიცაა კაპიტალის ბაზარი, საპენსიო რეფორმა, საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) განვითარება და სხვა.

შეხვედრის ერთერთ ცენტრალურ საკითხს სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები წარმოადგენდა. ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს CAREC-ში გაწევრიანება მიულოცა და საქართველოსა და  CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხი განიხილა.

გენადი არველაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მრავალი წლის მანძილზე ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics